ყველა სპორტული სიახლე

ტაისონ ფიურიმ კარიერა დაასრულა

მსოფლიოს ჩემპიონმა მძიმე წონაში ტაისონ ფიურიმ Twitter-ზე დაწერა, რომ იგი კარიერას ასრულებს.

„კრივი არის ყველაზე სამწუხარო რამ, რაშიც მონაწილეობა მიმიღია. მე საუკეთესო ვარ და ასევე კარიერა დასრულებულია“, - წერს ფიური.

28 წლის მოკრივემ 29 ოქტომბერს, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოს წინააღმდეგ დაგეგმილი ბრძოლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა.

ფარის ნოემბერში, კლიჩკოსთან ბრძოლის შემდეგ დოპინგ ტესტი უნდა გაევლო. თავად სპორტსმენი დანაშაულს უარყოფს.


სხვადასხვა, კრივი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ