
ფიურის განცხადება ხუმრობა აღმოჩნდა
მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ Twitter-ზე დააანონსა, რომ იგი კარიერას ასრულებდა, თუმცა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში მან განმარტა, რომ უბრალოდ იხუმრა და არსად წასვლას არ აპირებს.
„გეგონათ Gypsy King-ს ასე ადვილად ჩამოიშორებდით გზიდან? მე ვრჩები. როგორც კი გამოვჯანმრთელდები, დავიცავ იმას, რაც ჩემია - მძიმეწონის სამეფო ტახტს. კარგი ამბავი არის ის, რომ მე სულ უფრო და უფრო უკეთ ვხდები და დავბრუნდები იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, ეცადეთ და შემაჩერეთ!“, - წერს ფიური.