ყველა სპორტული სიახლე

ლებრონ ჯეიმსმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი რჩეული დაასახელა

კლივლენდ კავალიერსის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი რჩეული დაასახელა. ლებრონმა Business Insider-ისთვის ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ჰყვება, თუ როგორი რთული ბავშვობა ჰქონდა და რომ სურს, ბავშვებს მის მშობლიურ ქალაქ არკონში უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.

„ბავშვობაში ბევრი ფული არ მქონდა, მხოლოდ მე და დედა ვიყავით და ყველაფერი ძალიან რთულად იყო. მაგრამ მქონდა კალათბურთი, რამაც შემძინა ოჯახი, გარემოცვა და განათლება. არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც სურთ უთხრან ბავშვებს, რომ მათ  წინ არაფერი აქვთ. ეს სიცრუეა. სწორედ ამიტომ დავბრუნდი კლივლენდში, რათა განვაგრძო ჩემი მეორე მისია. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ გავაკეთო ყველაფერი, რათა ჩემი ბავშვები არკონში გახდნენ ისინი, ვინც მათ სურთ. ვაკვირდებოდი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩანს გამოკვეთილი კანდიდატი, რომელსაც სჯერა იმავე ფასეულობების, რისიც მე. მხოლოდ ერთ კანდიდატს ესმის არკონში, სიღარიბეში დაბადებული ბავშვები სირთულეების. და როდესაც ვფიქრობ პოლიტიკასა და იდეებზე, რომელიც ჩემი ფონდის ბავშვებს სჭირდებათ სახელმწიფოსგან, არჩევანი ნათელია. ეს კანდიდატი ჰილარი კლინტონია“, - განაცხადა ჯეიმსმა.

კალათბურთი, მსოფლიო, საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ