ყველა სპორტული სიახლე

გორში სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)

7 ოქტომბერს, გორში, სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. კაფსულა შენობის საძირკველში ჩაუშვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა. სპორტის სასახლეს კანადური კომპანია "ბეჰლემ ინდუსტრი" ააშენებს.

გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, რეგიონში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი" გაუძღვება. სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

www.msy.gov.ge

სხვადასხვა, საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ