ყველა სპორტული სიახლე

„სტარ სპორტ ინვესტი“ გორის „დილას“ მფლობელი ოფიციალურად გახდა

გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სტარ სპორტ ინვესტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც გორის „დილა“ ებრაელ ინვესტორებს ოფიციალურად გადაეცათ.

აღნიშნულ პროცესს ესწრებოდნენ: ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ებრაელ ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ავი ციონი, ებრაელ ბიზნესმენთა ჯგუფის წარმომადგენელი დავიდ კოზიაშვილი, „სტარ სპორტ ინვესტი“-ს დირექტორი ეკატერინე თორდია, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი შიდა ქართლის მხარეში იოსებ ოქრომელიძე, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და სხვა ოფიციალური პირები.



დილას პრესსამსახური

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ