
როსბერგმა იაპონიაში მოიგო
მიმდინარე სეზონის ლიდერმა, მერსედესის მრბოლელმა ნიკო როსბერგმა ფორმულა 1-ის იაპონიის გრან-პრი მოიგო.
როსბერგის თანაგუნდელი, მოქმედი ჩემპიონი ლიუის ჰემილტონი მესამე პოზიციაზე გავიდა, ხოლო მეორე ადგილი რედ ბულის წარმომადგენელმა, მაქს ფერსტაპენმა დაიკავა.
ფერარის პილოტები, სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი მე-4 და მე-5 ადგილებზე გავიდნენ.