
ტრაგედია RallyLegend-ზე - ავარიის შედეგად გულშემატკივარი გარდაიცვალა (ვიდეო)
Renault Clio-ს მრბოლელმა, ენრიკო ბონაზომ საჭე ვერ დამიმორჩილა და დიდი სიჩქარით გულშემატკივრებს შეეჯახა.
San Marino 1-ზე მომხდარი ინციდენტის, რომლის მიზეზები ამ დრომდე უცნობია, შედეგად ერთ-ერთი გულშემატკივარი გარდაიცვალა. დაშავდა 10-მდე ადამიანი, რამდენიმე მათგანი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიცვანეს.
მომხდარის გამო რბოლის ორგანიზატორებმა დაჯილდოების ცერემონია არ გამართეს.