ყველა სპორტული სიახლე

კომპიუტერული თამაშის „რიო-2016" გამარჯვებულთა დაჯილდოება

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომპიუტერული თამაშის „რიო-2016" გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კომპანია „ფლეშინფოს" მიერ შემოთავაზებული საინტერესო პროექტი განხორციელდა სეოკ-ის ფინანსური მხარდაჭერით. თამაშის სარეიტინგო ცხრილში იყო 3 გრაფა: დღის გამარჯვებული, კვირის გამარჯვებული და თამაშის გამარჯვებული. გამარჯვებულები გამოვლინდნენ მაღალი ქულების მიხედვით და დასაჩუქრდნენ სეოკ-ის მიერ გამოცემული ბეჭდური პროდუქციით, სამახსოვრო მაისურებით და ა.შ.

მთავარი პრიზი გადაეცა ირაკლი რაზმაძეს, კვირის გამარჯვებულთათვის დაწესებული ჯილდოები მიიღეს ნიკა გურინმა, გიორგი გოგიჩაიშვილმა და ირაკლი კაპანაძემ. გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

თამაშის მიზანი იყო მონაწილეთათვის ოლიმპიურ მოძრაობაზე, ქართველ ოლიმპიელებზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე და ზოგადად სპორტზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და განათლების გაღრმავება.

www.geonoc.org.ge

საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ