ყველა სპორტული სიახლე

14 ოქტომბერს თბილისში სამოყვარულო ველო გარბენი გაიმართება

14 ოქტომბერს თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის", თბილისის მერიის და ველოსპორტის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, სამოყვარულო მასობრივი ველო-გარბენი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია: ველოსიპედის, როგორც ჯანსაღი ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა  და  დედაქალაქში სპორტული გარემოს შექმნა.

 14 ოქტომბერს რეგისტრაცია 11:00 საათზე დაიწყება 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც ელექტრონულად, ასევე სტარტის დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე

მარათონი სტარტს აიღებს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე (კუს ტბის ასახვევთან)

ველო გარბენთან დაკავშირებით, 13 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც მედიის წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფედერაცია სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლი თათია დონაძე და ველოსპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი - რუსლან ჯაოშვილი შეხვდნენ.

ველო გარბენის მარშრუტი გაივლის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირს, შემოივლის თავისუფლების მოედანს და დასრულდება ვარდების მოედანზე. ველო გარბენში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს ასაკის შეუზღუდავად, ველო გარბენში ჩაერთვებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის თანამშრომლები.

13:00-დან ვარდების მოედანზე გაიმართება დაჯილდოება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, გამარჯვებულებს გადაეცემათ ველოსპორტისთვის საჭირო აქსესუარები. ასევე ყველა მონაწილეს დაურიგდება მაისურები.

ღონისძიების პარტნიორები არიან - საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია, საზოგადოება თბილისელი და წყალი ბაკურიანი.

msy.gov.ge

სხვადასხვა, ველოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ