ყველა სპორტული სიახლე

ჩელსიმ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, სტოკმა პირველად მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში 15 ოქტომბერს შვიდი მატჩი გაიმართა.

ტურის პირველ მატჩში ლონდონის ჩელსიმ საკუთარ მოედანზე ინგლისის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა.

ანტონიო კონტეს გუნდმა თანამემამულე რანიერის გუნდს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში მე-7 წუთზე დიეგო კოშტამ გახსნა.

33-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ედენ აზარმა ორამდე გაზარდა.

მატჩის საბოლოო შედეგი ვიქტორ მოზესმა მე-80 წუთზე დააფიქსირა.

ჩელსი 16 ქულით მე-5 ადგილზეა, ლესტერი კი 8 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.



არსენალი სიტის გაუთანაბრდა

საკუთარ მოედანზე მოიგო ლონდონის არსენალმაც. არსენ ვენგერის გუნდმა სუონსი 3:2 დაამარცხა და პეპ გვარდიოლას გუნდს გაუთანაბრდა. 26-ე და 33-ე წუთებზე სტუმრებს დუბლი თეო უოლკოტმა შეუსრულა. 

38-ე წუთზე სიგურდსონმა ერთი ბურთი გაქვითა. 57-ე წუთზე სტუმრებს კიდევ ერთი გოლი მესუთ იოზილმა გაიტანა, რომელსაც 15 ოქტომბერს დაბადების დღე აქვს. გერმანელი ნახევარმცველი 28 წლის გახდა.

66-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბასტონმა კიდევ ერთი ბურთი გაქვითა, ზუსტად ოთხ წუთში კი მთავარმა მსაჯმა, მოედნიდან მასპინძელთა ნახევარმცველი ჯაკა გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ვენგერის გუნდს სიტის მსგავსად 19 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა. სუონსი კი 4 ქულით მე-19 ადგილს იკავებს.



მანჩესტერ სიტის ორი გამოუყენებელი პენალტი

ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ. ესპანელი მწვრთნელის გუნდმა ევერტონს ვერ მოუგო. 43-ე წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი კევინ დე ბრუინს ჰქონდა, მაგრამ ბელგიელმა პენალტი ვერ გაიტანა.

64-ე წუთზე ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 70-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი სერხიო აგუეროს ჰქონდა, მაგრამ დე ბრუინის მსგავსად პენალტი მანაც ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ორივე შემთხვევაში სტეკელენბურგმა მოიგერია.

წონასწორობა 72-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნოლიტომ აღადგინა. ესპანელმა ფორვარდმა ამ გოლით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. სიტის 19 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია, ევერტონი კი 15 ქულით მე-6 ადგილზეა.



ბორნმუთი 6:1 ჰალ სიტი

გოლები: 1:0 დანიელსი (5), 1:1 მასონი (34), 2:1 კუკი (41), 3:1, 4:1 სტანისლასი (45 პენ, 65), 5:1 ვილსონი (83), 6:1 გოსლინგი (88)

სტოკ სიტი 2:0 სანდერლენდი

გოლები: 1:0, 2:0 ალენი (8, 45)

ვესტ ბრომვიჩი 1:1 ტოტენჰემი

გოლები: 1:0 ჩადლი (82), 1:1 ალი (89)

კრისტალ პალასი 0:1 ვესტ ჰემი

გოლი: 0:1 ლანცინი (19)

45-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ პენალტი ვერ გაიტანა.

გაძევება: კრისველი (75)

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ