ყველა სპორტული სიახლე

ანანიძის სპარტაკი პრემიერლიგის ლიდერია

რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში 15 ოქტომბერს სამი მატჩი გაიმართა.

საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით მოიგო ჯანო ანანიძის გუნდმა.

მოსკოვის სპარტაკმა როსტოვი დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გლუშაკოვმა გაიტანა.

მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა, ჯანო ანანიძემ.

45-ე და 75-ე წუთებზე, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან როსტოვის ფეხბურთელები, კუდრიაშოვი და ცეზარ ნავასი გააძევა.

10 ტურის შემდეგ სპარტაკს 22 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

ლორია რუბინში დამარცხდა

სტუმრად ყაზანის რუბინთან დამარცხდა გიორგი ლორიას კრილია სოვეტოვი. საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა 3:0 წააგო. მასპინძელთა განაცხადში, საბა კვერკველია არ ყოფილა.

ლორიამ გოლები 38-ე, 52-ე და 53-ე წუთებზე გაუშვა. ქართველ მეკარეს კანუნიკოვმა, როჩინამ და ჯონათანმა გაუტანეს.

კრილია სოვეტოვი 6 ქულით მე-15 ადგილზეა, რუბინი კი 12 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ