
დავით სხირტლაძის მარცხი დანიის ჩემპიონატში
დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში სტუმრად დამარცხდა დავით სხირტლაძის გუნდი.
სილკებორგმა გათამაშების ლიდერ კოპენჰაგენთან 2:0 წააგო.
ანგარიში 26-ე წუთზე ფლაკმა გახსნა.
სტუმრებს მეორე გოლი კორნელიუსმა ზუსტად ორ წუთში გაუტანა.
საქართველოს ნაკრების წევრმა, დავით სხირტლაძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.
სილკებორგის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ქართველი ფორვარდი 46-ე წუთზე აგერმა შეცვალა.
ქართველი ფორვარდის გუნდი 11 ქულით მე-12 პოზიციაზეა.