ყველა სპორტული სიახლე

თემურ ქეცბაიას აეკმა სტუმრად მოიგო

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-7 ტურში აეკის ათენმა ლარისას აელი სტუმრად დაამარცხა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა 2:1 მოიგო და მესამე ადგილზეა.

მასპინძლებს მე-4 და 30-ე წუთებზე დუბლი ბერძენმა ფორვარდმა, პლატელასმა შეუსრულა.

აელმა ერთი ბურთის გაქვითვა 33-ე წუთზე შეძლო. გოლი ნაზლიდისმა გაიტანა.

73-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. მთავარმა მსაჯმა გალოს წითელი ბარათი უჩვენა.

აეკის მსგავსად 10 ქულა აქვს მე-2 ადგილზე მყოფ პანათინაიკოსსაც. საბერძნეთის ჩემპიონატს კი 12 ქულით ოლიმპიაკოსი ლიდერობს.

ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში პანიონისს დაუპირისპირდება.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ