ყველა სპორტული სიახლე

პრემიერლიგის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი, ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ფრედ დასრულდა.

იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს გუნდები ერთმანეთს ენფილდ როუდზე დაუპირისპირდნენ.

პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

კლოპის გუნდი 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა. 

მანჩესტერ იუნაიტედს კი 14 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.

მომდევნო ტურში ლივერპული საკუთარ მოედანზე ვესტ ბრომვიჩს დაუპირისპირდება, მოურინიოს ფეხბურთელები კი ლონდონში, ჩელსის წინააღმდეგ ითამაშებენ.


დავიდ დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედი ორ გაშვებულ გოლს გადაარჩინა. პირველ შემთხვევაში ესპანელმა ფირმინიოს აჯობა, შემდეგ კი კოუტინიოს შორეული დარტყმა მოიგერია ულამაზეს ნახტომში.

ფეხბურთი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ