ყველა სპორტული სიახლე

სამბისტების 9 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან

13-15 ნოემბერს მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გამართულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა - 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ქალთა ნაკრების წევრები ნინო ოძელაშვილი (68 კგ) და ელენე ქებაძე (მძიმე) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი ლევან ნახუცრიშვილმა (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ბექა ბერძენიშვილმა (+ 100), ირინე ლეონიძე(80 კგ) და შორენა შარაძემ (60 კგ) მოიპოვეს.

ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა, წლეულს მან და დავით ლორიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაც შეძლეს. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. მაროკო, კასაბლანკა ვაჟები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) - ოქრო დავით ლორიაშვილი (100 კგ) - ოქრო ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) - ბრინჯაო ბესარიონ ბერულავა (74 კგ) - ბრინჯაო ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) - ბრინჯაო

ქალები ნინო ოძელაშვილი (68 კგ) - ვერცხლი ელენე ქებაძე (+80 კგ) - ვერცხლი შორენა შარაძე (60 კგ) -  ბრინჯაო ირინე ლეონიძე (80 კგ) - ბრინჯაო

ზამთრის სახეობები, ჭადრაკი

არქივის კალენდარი

2021 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ