ყველა სპორტული სიახლე

თბილისიმარათინი 2016 23 ოქტომბერს გაიმართება (ვიდეო)

23 ოქტომბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება თბილისიმარათონი 2016, რომელიცსტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან დილის 10:00 საათიდან აიღებს!

შეგახსენებთ, თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმართება.

მარათონთან დაკაშირებით, 18 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ოფიციალური პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც მედიის წარმომადენლებს ჰაიდელბერგცემენტის გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისიმარათონის სპორტული დირექტორიმაია აზარაშვილი, ასევე პროექტის წარმომადგენლები პიტერ გოთვალდი და ნიკა ჯინჯიხაძეშეხვდნენ.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. თბილისიმარათონის მასშტაბი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი, კომპანია თუ დიპლომატიური კორპუსი იღებს მონაწილეობას.                

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრგააორმაგებს და წელს საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოახმარს. შესაბამისად, თბილისიმარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება!

წელსაც, თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:

  • ნახევარმარათონს (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი;
  • 10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 10 ლარი;
  • ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500 და 12-15 წლამდე - 1კმ) - რეგისტრაცია უფასოა.

ინდივიდუალური რეგისტრაცია 22 ოქტომბრის ჩათვლი


www.msy.gov.ge

სხვადასხვა, საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ