ყველა სპორტული სიახლე

ბათუმი ჭადრაკში კადეტთა მსოფლიო პირველობას მასპინძლობს

18 ოქტომბრიდან, ბათუმის "შერატონში"   სტარტი აიღო კადეტთა (08;10;12 წწ.) შორის მსოფლიო პირველობამ. 

ასპარეზობა 6 ტურნირად გაიმართება:

8 წლამდე გოგონები და ბიჭები;

10 წლამდე გოგონები და ბიჭები;

12 წლამდე გოგონები და ბიჭები;

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მასში  66 ქვეყნის 728 ნორჩი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

სათამაშო დღეები:19-24 ოქტომბერი; 26-30 ოქტომბერი. 25 ოქტომბერს მონაწილეები დაისვენებენ.

I-V ადგილზე გასული მონაწილეებისათვის დაწესებულია შემდეგი პრიზები:

I    ადგილი - თასი, პერსონალური კომპიუტერი;

II   ადგილი - თასი, პერსონალური კომპიუტერი;

III  ადგილი - თასი; ‘აიფონი'

IV  ადგილი - ‘აიფონი'

V  ადგილი - ფოტოკამერა

ჩემპიონატის მსვლელობის დროს დაგეგმილია სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებები.

21-23 ოქტომბერი -  ფიდეს ეგიდით ბათუმში მდებარე სასტუმრო  ინტურისტში გაიმართება მწვრთნელთა სემინარი. მასტერ-კლასებს  ფიდეს სენიორ-მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი მიხეილ გურევიჩი ჩაატარებს.

22-25 ოქტომბერი - მსაჯებისთვის  სემინარს გამართავს საერთაშორისო არბიტრი, ფიდეს მსაჯთა კომისიის წევრი,  აშოტ ვარდაპეტიანი.

25-26 ოქტომბერი -  გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - ‘ჭადრაკი სკოლაში'.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში   2015-16 სასწავლო წლიდან დიდი წარმატებით დაინერგა პროექტი ‘ჭადრაკი სკოლაში'.


http://www.gcf.org.ge

ჭადრაკი

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ