ყველა სპორტული სიახლე

პრემიერლიგის ფეხბურთელი, რომელსაც ქართული რეალობის შესაბამისი ხელფასი აქვს

"ჰალ სიტის" ახალგაზრდა მცველი, ჯოშ ტიმონი პრემიერლიგაში დებიუტისთვის ემზადება. 

17 წლის ფეხბურთელი "ჰალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკ ფელანმა ძირითად გუნდში ენდი რობერტსონის ტრავმის გამო დააწინაურა. 

"ჰალ სიტი" შაბათს, 22 ოქტომბერს, "სტოკს" დაუპირისპირდება და ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტიც სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი. თამაშის შემთხვევაში ტიმონს აქვს შანსი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგაში უთამაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელის ხელფასი კვირაში მხოლოდ 160 (480 ლარი) გირვანქას შეადგენს, რაც ინგლისის ნებისმიერი პროფესიული კლუბისთვის ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და უფრო ქართულ საფეხბურთ რეალობასთან არის ახლოს. 

აღსანიშნავია, რომ ტიმონს "ჰალის" პირველ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში, 2016 წლის იანვარში ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში ჰქონდა, რის შემდეგაც მან ლონდონის "არსენალთან" ფრედ, 0:0 დასრულებულ სათასო დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჯოშ ტიმონი 2015/16 წლების სეზონში "ჰალ სიტის" აკადემიის საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს. 

The teenager has already tasted the big time in the FA Cup

ფეხბურთი, ევროპა, საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ