
შოთა არველაძემ ყოფილი გუნდი დაამარცხა
უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში თელ ავივის მაკაბიმ ალკმაარი დაამარცხა.
შოთა არველაძის გუნდმა ჰოლანდიელებს სტუმრად 2:1 მოუგო.
ანგარიში 24-ე წუთზე მედუნიანინის პასით ოსკარ სკარიონემ გახსნა და სტუმრები დააწინაურა.
ალკმაარმა წონასწორობა 72-ე წუთზე მიურენის გოლით აღადგინა.
გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე ეილ გოლასამ გაიტანა. არველაძის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-3 პოზიციაზეა.
მომდევნო ტურში მაკაბი კვლავ ალკმაარს დაუპირისპირდება, ამჯერად თელ ავივში.
პარალელურ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე დამარცხდა დანდალკი. ირლანდიელებმა ზენიტთან წააგეს 2:1. ევროპა ლიგის დებიუტანტები რუსებს ამარცხებნენ. ანგარიში 52-ე წუთზე ბენსონმა გახსნა.
მირჩა ლუჩესკუს ფეხბურთელებმა წონასწორობა 71-ე წუთზე, მაკის გოლით აღადგინეს. გამარჯვების გოლი 77-ე წუთზე ჟულიანომ გაიტანა. ზენიტს 91-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მაურისიომ პენალტი ვერ გაიტანა.
აღნიშნულ ჯგუფს 9 ქულით სანქტ-პეტერბურგელები ლიდერობენ. 4 ქულა აქვს მე-2 პოზიციაზე მყოფ დანდალკს. 1 ქულით უკანასკნელ ადგილზე ალკმაარია.