
ჯაბა ლიპარტია როტერდამში დამარცხდა
უეფას ევროპა ლიგის მე-3 ტურის მატჩში, სტუმრად დამარცხდა ჯაბა ლიპარტიას ზორია.
ქართველი ნახევარმცველის გუნდმა როტერდამის ფეინოორდთან 1:0 წააგო.
მატჩის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე იორგნენსენმა გაიტანა.
ლიპარტიამ შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
უკრაინელები 1 ქულით უკანასკნელ ადგილზე არიან, ფეინოორდი კი 6 ქულით მეორე პოზიციაზეა.
მანჩესტერ იუნაიტედი 4:1 ფენერბახჩე
ჯგუფის მეორე მატჩში დამაჯერებლად მოიგო ჟოზე მოურინიოს გუნდმა. იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ფენერბახჩე 4:1 დაამარცხა. თურქებს დუბლი შეუსრულა პოლ პოგბამ. ფრანგმა ნახევარმცველმა 31-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი მეორე გოლიც გაიტანა.
34-ე წუთზე თავის გამოჩენა მისმა თანამემამულე, მარსიალმაც შეძლო. ფრანგმა ფორვარდმა პოგბას მსგავსად პენალტი გაიტანა. 48-ე წუთზე სტუმრებს მეოთხე გოლი ლინგარდმა გაუტანა. მატჩის საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე რობინ ვან პერსიმ დააფიქსირა.
ჰოლანდიელმა ფორვარდმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შეძლო გატანა. მანჩესტერი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ფენერბახჩე კი 4 ქულით მესამე ადგილზეა.