
გიორგი ქვილითაის გუნდის ფრე ევროპა ლიგაზე
უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ვენის რაპიდმა სასუოლოსთან 1:1 ითამაშა.
მასპინძელთა განაცხადში იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია.
თუმცა, რაპიდის მე-13 ნომერმა 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა.
მე-7 წუთზე მასპინძლები შაუბმა დააწინაურა. იტალიელებმა წონასწორობა 66-ე წუთზე აღადგინეს, გოლი საკუთარ კარში შრამელმა გაიტანა.
რაპიდი და სასუოლო 4-4 ქულით მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებენ.
ჯგუფის ლიდერი გენკია, რომელმაც საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკი 2:0 დაამარცხა. მე-40 წუთზე ესპანელებს პირველი გოლი ბრაბეჩმა გაუტანა, მატჩის საბოლოო შედეგი ნდიდმა 83-ე წუთზე დააფიქსირა.
ატლეტიკს 3 ქულა აქვს და უკანასკნელ ადგილზეა.
გაბალას სამიდან სამი წაგება
სტუმრად, საფრანგეთში დამარცხდა ნიკა კვეკვესკირის გაბალა. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა მინიმალური ანგარიშით სენტ-ეტიენთან წააგო. მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გავიდა. გოლი საკუთარ კარში რიკარდინიომ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი, სტუმართა განაცხადში არ ყოფილა. გაბალას ნახევარმცველს ტრავმა აქვს.
ჯგუფის მეორე მატჩში, მაინცისა და ანდერლეხტის დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მე-10 წუთზე გერმანელები მალიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა. მატჩის საბოლოო შედეგი თეოდორციკმა 65-ე წუთზე დააფიქსირა.
5-5 ქულა აქვთ ანდერლეხტს, სენტ-ეტიენსა და მაინცს, გაბალა კი ბოლო ადგილზეა. აზერბაიჯანელებმა სამივე მატჩი წააგეს.