ყველა სპორტული სიახლე

ნადალი 2017 წლამდე დაგვემშვიდობა

ესპანელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფა ნადალი, 2017 წლამდე დაგვემშვიდობა. ესპანელს გაუთავებელმა ტრავმებმა დასვენება აიძულა. ნადალი არასასურველ ფორმაში შეხვდა რიოს ოლიმპიადას, მაგრამ წყვილებში მაინც იჩემპიონა, ინდივიდუალურ შეჯიბრში კი ბრინჯაოს მატჩი წააგო. რაფას ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, ამიტომ დასვენება და ძალების აღდგენა გადაწყვიტა.

რაფა ნადალი:“ საიდუმლო არ არის, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებს მოუმზადებელი შევხვდი - ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ ვიყავი, რაც ჩემი თამაშის ხარისხზეც აისახა. თუმცა, მქონდა მიზანი - ესპანეთის ნაკრებისთვის მედალი მომეტანა, რაც გამომივიდა. მაგრამ, ტრავმა გამიმიზეზდა, ამიტომ წლეულს ვეღარ ვითამაშებ და 2017 წლისთვის დავიწყებ მომზადებას. ცუდია, რომ რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ტურნირის გამოტოვება მომიწევს, მაგრამ რას ვიზამ, ამ ეტაპზე ჩემი კარიერისთვის ასე ჯობია“.

ჩოგბურთი, საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ