
ოქროს ბურთის პირველი 10 ნომინანტი ცნობილია
France Football-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა სიის გამოქვეყნება დაიწყო.
სია ნელ-ნელა გამოცემის ტვიტერის გვერდზე ქვეყნდება. ამ დროისთვის ცნობილია პირველი ათეულის ვინაობა.
1.სერხიო აგუერო ("სიტი"), 2. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), 3. გარეთ ბეილი ("რეალი"), 4. ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"), 5. კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"), 6. პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), 7. კევინ დე ბრუინი ("სიტი"), 8. დიეგო გოდინი ("ატლეტიკო"), 9. ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), 10. გონსალო იგუაინი ("იუვენტუსი").
6 წლის შემდეგ ფრანს ფუტბოლმა და ფიფამ კვლავ გაყოფა გადაწყვიტეს და ამიერიდან, ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს ცალკე დააჯილდოვებს, ფრანგული გამოცემა კი ოქროს ბურთს რჩეულს გადასცემს. ოქროს ბურთის მფლობელს ჟურნალისტები გამოავლენენ.