ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთს ეთამაშება

17 ნოემბერს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ლიგის მეორე ტურის მატჩს საბერძნეთში გამართავს. იოვან პოპოვიჩის გუნდი საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთს სტუმრად ეთამაშა და 10:17 დამარცხდა. ეროვნული გუნდის მოთამაშეების ნაწილმა, რომელიც “ლოკომოტივში“ გამოდის მოსამზადებელი შეკრება სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიარა და იქიდან პირდაპირ საბერძნეთში ჩავიდა.

ლეგიონერები გუნდს თამაშამდე ორი დღით ადრე შეუერთდნენ. მესამე ტურის მატჩი ქართველ წყალბურთელებს 1 დეკემბერს თბილისში რუმინეთთან ელით. მეორე წრის შეხვედრები გაისად გაიმართება.

სხვადასხვა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ