ყველა სპორტული სიახლე

ფეშენებელური სახლი, რომელშიც ნასრი ცხოვრობდა ინტერნეტით იყიდება

ფეშენებელური სახლი, სადაც "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი სამირ ნასრი ცხოვრობდა, გასაყიდად გამოიტანეს. მისი ფასი კი 6 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

ნასრის მანჩესტერული სახლი, როგორც ყველა ფეხბურთელის, ის ადგილია, სადაც ყველაფერია, 7 საძინებელი ოთახი, კინოთეატრი, საცურაო აუზები, ბარი უზარმაზარი შამპანურის მაცივრით, ბავშვების სათამაშო პარკი, ცხენების საჯირითო...

ფრანგმა პაპარაცებისგან თავის დასაღწევად შესანიშნავი გამოსავალი ნახა. სახლის სარდაფში მას საკუთარი ღამის კლუბი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტიდან" ნასრი იჯარით "სევილიაში" გადავიდა, სადაც 5 შეხვედრა ჩაატარა და 2 შეხვედრაში გოლი გაიტანა.























ფეხბურთი, სხვადასხვა, საინტერესო

არქივის კალენდარი

2022 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ