ყველა სპორტული სიახლე

ვინ წარადგენს ირაკლი მეძმარიაშვილს ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი კანდიდატი, ირაკლი მეძმარიაშვილი მიიღებს მონაწილეობას. სევე არჩევნებში მონაწილეობას ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი მიიღებს, რომლის კანდიდატურაც ნინო სალუქვაძემ წარადგინა.

როგორც თავად მეძმარიაშვილმა აღნიშნა, მის კანდიდატურას ოფიციალურად სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაცია წარადგენს.

მისი თქმით, იგი კავშირებს გამოიყენებს იმისთვის, რომ ქართულ სპორტში უფრო მეტი კერძო ინვესტორი გაჩნდეს.

ირაკლი მეძმარიაშვილი: "ჩემი სპორტული წარსულიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ კენჭი უნდა ვიყარო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებზე, რადგანაც მიმაჩნია, რომ შემიძლია უკეთესად შევასრულო ყველაფერი ის, რაც სჭირდება ქართულ სპორტს, ქართულ ოლიმპიზმს და საერთოდ საქართველოს.

მე და ჩემს გუნდს გვაქვს პროგრამა, რომელსაც აუცილებლად გაგაცნობთ.

ოლიმპიზმთან, ოლიმპიურ კომიტეტთან და საერთოდ ოლიმპიადასთან ქართული ბიზნესი უნდა იყოს უფრო ახლოს და ჩემი კავშირებით შემიძლია, ქართულ სპორტში უფრო მეტი ბიზნესმენი იყოს.

კიდევ ერთი ნიუანსი... ვეტერანი სპორტსმენები არინ მიტოვებულ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თავის მხრივ საკმაოდ თანხას უხდის ოლიმპიურ ჩემპიონებს, არიან ოლიმპიური პრიზიორებიც, რომლებიც გარკვეულ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

ჩვენს გუნდს შეუძლია სპონსორების ხარჯზე ოლიმპიურ კომიტეტში გაზარდოს შემოსავლები და ამით კიდევ ერთხელ მივეხმაროთ ჩვენს ვეტერან სპორტსმენებს".

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 23 დეკემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას  ოლიმპიური სპორტის ფედერაციიების რეგიონული სპორტული ორგანიზაციების და სხვა და სხვა ოლიმპიური გაერთიანების დელეგატი წევრები მიიღებენ.

ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ