ყველა სპორტული სიახლე

შეხვედრა სეოკ-ში

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სტუმრობდნენ ევროპის ველოსპორტის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მედის ლეპაჟე და ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი კადრი პალტა-კივი. მათ ახლდნენ საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ მიკუჩაძე.

ლეპაჟემ მასპინძლებს მიულოცა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული გამოსვლა, ისაუბრა ქართული ველოსპორტის ტრადიციებზე, გაიხსენა ლეგენდარული სპრინტერი, 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ომარ ფხაკაძე (უფროსი) და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ველოსიპედისტები მომავალშიც აუცილებლად იტყვიან თავიანთ სიტყვას. "ჩვენს კავშირს არა აქვს დიდი ფინანსები, - განაცხადა ლეპაჟემ, - თუმცა ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ თქვენს ფედერაციას, რომელიც მოწადინებულია ველოსპორტი ფართოდ განავითაროს საქართველოში.

ჩვენი სტუმრობის მთავარი მიზანიც ეს არის. ამავე დროს, საქართველოსთვის შესაძლოა საინტერესო იყოს გამოცდილება, რომელიც ჩემს ქვეყანას - ესტონეთს სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის მართვის კუთხით დაუგროვდა. მზად ვართ, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება." თავის მხრივ, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ველოსპორტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოლიმპიურ სახეობად მიიჩნევს და შესაბამისად, ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ვეროსპორტის ფედერაციის საინტერესო ინიციატივებს. ხაბელოვი დაინტერესდა სპორტის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის ესტონური მოდელით, რაზეც დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან აფციაური.

www.geonoc.org.ge

საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ