ყველა სპორტული სიახლე

რა გავლენას მოახდენს დონალდ ტრამპი მსოფლიო სპორტზე?

ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწორედ ის უხელმძღვანელებს.

მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა არსებობს. ახალ პრეზიდენტს სპორტულ მოვლენებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა მაგალითად, ჩატარდება თუ არა 2024 წელს ოლიმპიადა და პარალიმპიადა ლოს ანჯელესში და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი აშშ-ში, გამოძიება ფიფაში და ამერიკული ფეხბურთის, ბეისბოლისა და კალათბურთის გლობალური პოპულარიზაცია. თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკის ახალ პრეზიდენტს მსოფლიო სპორტზე, ამ საკითხს BBC Sport-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.

რა გავლენას მოახდენს პრეზიდენტი ტრამპი ლოს ანჯელესში 2024 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თმაშების ჩატარების მასპინძლობის მოპოვებაზე?

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა შესაძლოა ლოს ანჯელესის მთავარი კონკურენტის, პარიზის შანსები გაზარდოს.

ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა ისაუბრა „ეგოისტურ მსოფლიოზე, სადაც რამდენიმე ადამიანს მიაჩნია, რომ სხვაზე რაღაცით უკეთესია“. ბახის ეს განცხადება სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში ემიგრანტებზე გამოყენებულ განცხადებებს ეხება.

ტრამპის გეგმები შესაძლოა ოლიმპიური კომიტეტის ხმის მიმცემ სუბიექტებს არ მოეწონოთ, რაგდანაც ისინი სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურას წარმოადგენენ.

ამერიკის შეერთებული შტატები აშკარა ფავორიტები არიან მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, მაგრამ რას მოიმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია, თუ აშშ ნამდვილად ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს?

ფიფას ახალი ინიციატივით, გაფართოებულ მსოფლიო ჩემპიონატს, შესაძლოა, კანადამ, აშშ-მ და მექსიკამ უმასპინძლოს. მაგრამ რა მოხდება თუ ტრამპის პოლიტიკის თანახმად შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის საზღვრები ნამდვილად ჩაიკეტება? ტრამპის გეგმამ, არალეგალი ემიგრანტები ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით, შესაძლოა სიტუაციის გართულება გამოიწვიოს.

ტრამპის მუქარები, რომ რამდენიმე გარიგებას ჩაშლის... რამდენად იმოქმედებს ეს საზღვრებს გარეთ ამერიკული სპორტის სახეობების განვიტარებაზე?

დონალდ ტრამპს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს გოლფის მიმართ, იგი რამდენიმე ყველაზე პრესტიჟულ კურსსაც ფლობს აშშ-ის, შოტლანდიისა და დუბაის მასშტაბით.

ამერიკის სპორტის 3 წამყვან სახეობას, კალათბურთს, ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთს მსოფლიო მასშტაბით გაფართოების დიდი ამბიციები აქვთ. მატჩები ბოლო წლებში ისეთ ქალაქებში ჩატარდა, როგორებიცაა ლონდონი, ბარსელონა, რიო-დე-ჟანეირო, მეხიკო სითი, შანხაი და ბერლინი. ტრამპმა კი შესაძლოა ტრენდებზე ტარიფი გააძვიროს, რაც ამერიკასა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის კონფლიქტს გამოიწვევს.

ამერიკის სამართლის დეპარტამენტი 2015 წლის მაისიდან ფიფას მაღალჩინოსნების კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულობას იძიებდა. მაგრამ იქნება ეს ამერიკის ახალი მმართველობისთვის კვლავ პრიორიტეტული?

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის გამომძიებლებმა რამდენიმე მაღალჩინოსანიც გამოააშკარავეს და დააკავეს კიდეც, თუმცა რა პოლიტიკა ექნება, იქნება თუ არა ეს საქმე ტრამპისა და მისი გუნდისთვის პრიორიტეტული, პასუხგაუცემელია.

ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიო კითხვებზე პასუხს ელოდება...

სხვადასხვა, საინტერესო

არქივის კალენდარი

2022 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ