ყველა სპორტული სიახლე

ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე გამოვა

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ჩვენი 19-წლამდელთა გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის პირველობის ჩემპიონებითა და პრიზიორებითაა დაკომპლექტებული, ორ კვირიან შეკრებას თბილისში გადის. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მონაწილეობას 6 მოკრივე მიიღებს. 49 კილოში ჩვენი ქვეყნის ღირსებას სახილ ალახვერდოვი დაიცავს, 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ ნავერიანი გამოვა, 64 კილოგრამში ესკერხან მადიევი იასპარეზებს, 81-ში არტიომ იორდანიანი, 91 კილოგრამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიკოლოზ ბეგაძე წარსდგება, ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში ჩვენი დროშის ქვეში გიორგი ჭიღლაძე იბრძოლებს.

მსოფლიო ჩემპიონატი 17 დან 26 ნოემბრის ჩათვლით რუსეთის ქალაქ სანქტ პეტერბურგში ჩატარდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 10 ნოემბერს ხუთშაბათს, გლდანში მდებარე დკდ-ს დარბაზში, 12-დან 1 საათამდე ღია ვარჯიშს გამართავს.

საკონტაქტო პირი: გიორგი გულბანი 593 20 20 44

კრივის ფედერაციის პრესსამსახური

კრივი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ