ყველა სპორტული სიახლე

იაპონელი სტუმრები სეოკ-ში

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სტუმრობდნენ იაპონიის ტოკუშიმას პრეფექტურის სპორტული ასოციაციის დირექტორის მოადგილე იოშინორი ცუდუკი, რინო-რაგბის მენეჯმენტის დეპარტამენტის დირექტორი საბურო ტაკაჰაში, საერთაშორისო სპორტის სექციის ხელმძღვანელი ჰიროუკი ჰარა და ტოკუშიმას პრეფექტურის გარემოს საკითხებისა და მოქალაქეების საქმეთა დეპარტამენტის უფროსი კანჯი ტაო. მათ შეხვდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, საერთაშორისო სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური. შეხვედრაზე ისაუბრეს რიოს თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მიერ მიღწეულ წარმატებებზე, იაპონია-საქართველოს სპორტულ კავშირებზე, ხაზი გაუსვეს ძიუდოს განსაკუთრებულ პოპულარობას საქართველოში, ქართველ ძიუდოისტთა მაღალ ოსტატობას.

ტოკუშიმას პრეფექტურის წარმომადგენლებმა მულტიფუნქციური საწვრთნელო კომპლექსის პრეზენტაცია გამართეს. ეს კომპლექსი განკუთვნილია მორაგბეების, ძიუდოისტების, მოჭიდავეებისა და ძალოსნებისთვის. ლერი ხაბელოვმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საინტერესო პრეზენტაციისთვის და აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იაპონელ პარტნიორებთან, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის - ტოკიოს წარმომადგენლებთან. სტუმრებმა სეოკ-ის პრეზიდენტი და სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელები მიიწვიეს იაპონიაში, საწვრთნელი ბაზის ადგილზე მოსანახულებლად. ასევე განიხილეს სამომავლოდ სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროში გაცვილითი პროგრამების განხორციელების პერსპექტივა.

www.geonoc.org.ge

საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ