ყველა სპორტული სიახლე

თბილისი შაშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

პირველად საქართველოს ისტორიაში, თბილისი შაშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

შაში-64-ის ევროპის ჩემპიონატი 12 ნოემბერს სასტუმრო „კალასში" (კ. აფხაზის, ყოფილი ლესელიძის #25) ოფიციალურად გახსნეს საერთაშორისო შაშის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ლანგინმადა საქართველოს შაშის გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ კანდელაკმა.

ჩემპიონატის პირველი საპატიო სვლა გააკეთეს შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა ჰარმ ვირსმამ(ნიდერლანდები) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ. ტურნირის საზეიმო დაჯილდოება და დახურვა იგეგმება 19 ნოემბერს.

ტურნირის მონაწილენი არიან მსოფლიოს ტიტულოვანი დიდოსტატები ევროპის 18 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირი ამ სახეობაში თბილისში არ ჩატარებულა.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს შაშის გაერთიანებულმა ეროვნულმა ფედერაციამ გაწია უდიდესი სამუშაო ამ უძველესი ინტელექტუალური სპორტის სახეობის აღორძინებასთან დაკავშირებით საქართველოში, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა და პოპულარიზაცია დაიმსახურა.

საქართველოს აქტიურობამ საერთაშორისო სარბიელზე მიიპყრო მსოფლიო და ევროპული ორგანიზაციების ყურადღება, რაც ამ ეტაპზე გამოიხატება 64 უჯრიანი შაშის ევროპული ზეიმის მასპინძლობაში. ამგვარი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს შაშის ყველა სახეობის განვითარებას საქართველოში და განავითარებს მოსახლეობის ინტელექტუალურ პოტენციალს.

საქართველოსაც ჰყავს საერთაშორისო დიდოსტატები, რომლებიც ამ ჩემპიონატზე მოსინჯავენ თავიანთ ძალებს.(ალექსანდრე ბერუაშვილი - წარსულში სსრკ ჩემპიონი; ლევან კიკნაძე - ორგზის ევროპის ჩემპიონი ინტერნეტ ვერსიით; ხოლო მანდილოსნებში მისი მეუღლე, დიდოსტატი - იამზე წივწივაძე).

საკონტაქტო პირი: ზურაბ კანდელაკი - 599 066000
შაშის გაერთიანებული ფედერაცია

საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ