ყველა სპორტული სიახლე

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ANOC-ის ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ორდენით დაჯილდოვდა. ეს არის ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის გადაეცემათ მსოფლიო სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. ლერი ხაბელოვთან ერთად ANOC-ის ორდენით კიდევ სამი ქვეყნის წარმომადგენელი დაჯილდოვდა.

ორდენების გადაცემის ცერემონია გაიმართა დღეს 15 ნოემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი შეიხი აჰმედ ალ-ფაჰად ალ-აჰმედ ალ-საბაჰი, ასევე ყატარის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები.

ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

სხვადასხვა, ოლიმპიური, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ