ყველა სპორტული სიახლე

მესი სასამართლოს წინაშე მაინც წარსდგება

„ბარსელონას“ არგენტინელ  ვარსკვლავ ლიონელ მესის გადასახადებისგან თავის არიდებისთვის გაასამართლებენ. ამის შესახებ სააგენტო AFP-ი იუწყება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ დაშაულში ბრალდებული მხოლოდ ფეხბურთელის მამა ხორხე იყო, მაგრამ სასამართლომ პასუხისგებაში შვილის მიცემაც მოითხოვა.

ორივე სამ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, რომელიც 2007-2009 წლებში მოხდა. კერძოდ, მამა-შვილს ოფშერული კომპანიების საშუალებით გადასახადების გადაუხდელობას ედავებიან. საუბარი 4,16 მილიონ ევროზეა. არგენტინელებს კატალონიის უმაღლესი სასამართლო გაასამართლებს.

ფეხბურთი, სხვადასხვა, კრივი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ