ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან 13:14 დამარცხდა

15 ნოემბერს, "ოლიმპიკის" საცურაო აუზზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის ევროპული ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. იოვან პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ  ბრძოლაში 13:14 (3:4, 2:2, 5:5, 3:3) დამარცხდა.

ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი პერიოდი 3:4 დათმეს და ეს მონაკვეთი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან დარჩენილი სამი პერიოდი ფრედ დასრულდა. ბოლო წუთები დრამატული გამოდგა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა სტუმრებმა ბოლო შეტევა გოლით დაასრულეს.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო დამირ ცრეპულია იყო 4 გოლით, 3 ზურაბ რურუამ გაიტანა, 2-2 მარკო ელაჩამ და მიშა ბაღათურიამ, ხოლო ერთიც კოტე გეგელაშვილმა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის C-ჯგუფში თამაშობს, სადაც მეტოქეებად რუსეთი და იტალიის ნაკრები ჰყავს.

15 ნოემბერი. საცურაო აუზი "ოლიმპიკი. მსოფლიო ლიგის კვალიფიკაცია.
საქართველო - რუსეთი 13:14 (3:4, 2:2, 5:5, 3:3)

www.msy.gov.ge

საინტერესო, წყალბურთი

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ