ყველა სპორტული სიახლე

სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასეს (ვიდეო)

18 ნოემბერს, სამბოს ფედერაციამ სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა და მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში 13-15 ნოემბერს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამა. მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სამბისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პრესკონფრენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა და ნაკრების თავკაცმა ჯონდო მუზაშვილმა უპასუხეს.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს ქალთა ნაკრების წევრები ნინო ოძელაშვილი (68 კგ) და ელენე ქებაძე (მძიმე) დაეუფლნენ, ბრინჯაოს პრიზიორები კი ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+ 100), შორენა შარაძე (60 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) გახდნენ.

ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა, წლეულს მან და დავით ლორიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებაც შეძლეს და დუბლი შეასრულეს. ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კაცთა შორის გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, მესამე კი ბელარუსმა.

2018 წელს თბილისი სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება მაროკოში გამართულ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე გახდა ცნობილი, რომელსაც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი - სოსო ლიპარტელიანი დაესწრო.

ჭადრაკი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ