
ჭიღლაძე ნახევარფინალშია
ქართველი მოკრივე გიორგი ჭიღლაძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
ტურნირი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მიმდინარეობს. ჭიღლაძემ ნახევარფინალამდე 3 მეტოქეს სძლია.
ნახევარფინალში, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება, ახალგაზრდა ქართველი მოკრივე გერმანელ მეტოქეს დაუპირისპირდება.