ყველა სპორტული სიახლე

ლერი ხაბელოვმა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალური კომისიის წევრებს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სტუმრობდნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალური კომისიის წევრები: ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი(დანია), მარკო ტოზი ბრანდი (იტალია) და მარეკ გორალჩიკი (პოლონეთი). მათ ახლდნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, რომელიც ევროპის ხელბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლოს წევრად აირჩიეს. ის იქნება პირველი ქართველი, რომელიც ევროპის ფედერაციის ერთ-ერთ სტრუქტურაში იმუშავებს.

სპეციალური კომისიის წევრები ეცნობიან 2017 წელს საქართველოში გასამართი 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების საკითხებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეჯიბრება 8-21 აგვისტოს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 24 გუნდი.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მოისმინა კომისიის წევრების მოსაზრებები საორგანიზაციო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა სტუმრებს და ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს.

www.geonoc.org.ge


საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ