
ჭიღლაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
+91 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოკრივე გიორგი ჭიღლაძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ტურნირი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მიმდინარეობს. ჭიღლაძემ ნახევარფინალამდე 3 მეტოქეს სძლია.
ნახევარფინალში ქართველმა მოკრივემ გერმანელ რამან ტიაფაკს სძლია და ფინალში 26 ნოემბერს ავსტრალიელ ჯუსტის ჰუნის შეხვდება.