
ჭიღლაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონია
+91 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოკრივე გიორგი ჭიღლაძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ავსტრალიელ ჯასტის ჰუნის დაუპირისპირდა.
ტურნირი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მიმდინარეობს. ჭიღლაძემ ფინალამდე 4 მეტოქეს სძლია. ნახევარფინალში ქართველმა მოკრივემ გერმანელ რამან ტიაფაკს სძლია.
ფინალში კი ავსტრალიელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.