ყველა სპორტული სიახლე

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმასაპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის ახალი პროგრამა და დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტები გააცნო. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებთან ერთად უპასუხა სხვადასხვა სფეროში დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს.

გიორგი კვირიკაშვილი: „კითხვები დაისვა სპორტის კანონზე  და ასევე იმ საკითხზე რაც ნამდვილად საჭირობიროტოა - სპორტული ინფრასტრუქტურის პროფილზე. მინდა გითხრათ, რომ არ გვქონია პრეცედენტი, რომელიმე გასხვისებულ სპორტულ ობიექტს პროფილი შეეცვალა.

მივესალმებით თუ ეს კანონმდებლობის დონეზეც იქნება განსაზღვრული და მაქსიმალურად შეიზღუდება. პირიქით, სხვადასხვა მიწების პრივატიზების შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საინვესტიციო ვალდებულებებში ჩავუდოთ ინვესტორებს, ადგილზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და პროფილის შენარჩუნება.

ასევე დავამატებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ კერძო სექტორი ჩაერთოს სპორტული ობიექტების მართვაშიც და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი."

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ბოლო ათწლეულების მანძილზე არაერთი სპორტული ობიექტი გასხვისდა და გავერანდა, თუმცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში პირიქით, არნახული ინვესტიცია განხორციელდა და არაერთი საერთაშორისო ობიექტი აშენდა და ასეთი მშენებლობები კიდევ გაგრძელდება შემდგომი 4 წლის მანძილზე.

სპორტის კანონში, რომელიც მზად არის და აუცილებლად მივაწვდით ყველა დაინტერსებულ მხარეს, აუცილებლად ასახული და დაცული იქნება ყველა სპორტული ობიექტის სტატუსი.

მეტსაც გეტყვით, ჩვენ უკვე დავასრულეთ სპორტული ობიექტების და ბაზების აღწერა ქვეყნის მასშტაბით, მოვიარეთ მთელი საქართველო და გვაქვს სრული ინფორმაცია ყველა სპორტული ობიექტის შესახებ.

თქვენი ნდობის მოპოვების შემდეგ, იმედია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შევიმუშავებთ ერთობლივ გეგმას ამ ობიექტების აღდგენისა და განვითარების შესახებ. რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორთან თანამშრომლობის და ამ მიმართულებით ვაპირებთ თანამშრომლობას, სადაც ამოსავალი წერტილია ასევე სპორტული სტატუსის შენარჩუნება და იმ ფედერაციების ინტერსების გათვალისწინება, თუ რომელ სპორტის სახეობას ემსახურება ესა თუ ის სპორტული ობიექტი."

სამინისტროს პრესსამსახური

საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ