ყველა სპორტული სიახლე

ტრაგედია სამხრეთ ამერიკაში - ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის თვითმფრინავი ჩამოვარდა

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კოლუმბიაში ჩამოვარდა.

თვითმფრინავზე ბრაზილიური კლუბის "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბოლივიიდან კოლუმბიაში, სამხრეთ ამერიკის თასის ფინალის სათამაშოდ მიემგზავრებოდნენ.

ჯერჯერობით დეტალები არ ხმაურდება, თუმცა კოლუმბიის ქალაქ მედელინის მერის თქმით, ტრაგედიის შედეგად შესაძლოა რამდენიმე ადამიანი გადარჩა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკატასტროფის შედეგად 6 ადამიანი გადარჩა, რომელთაგანაც 3 "შაპეკოენსეს" ფეხბურთელია. ტრაგედიას ფეხბურთელები ალან რაშელი, ჯეკსონ ფოლმანი და მარკოს დანილო, ასევე ბორტგამცილებელი ხიმენა სუარესი და ბრაზილიელი ჟურნალისტი რაფაელ ჰენზელი გადაურჩნენ.

კოლუმბიური მედიის ინფორმაციის თანახმად, ტრაგედიის შედეგად 75 ადამიანი დაიღუპა, გენერალ ხოსე ასევედო ბრძანებით კი სამძებრო სამუშაოები შეწყდა. აღსანიშნავია, რომ სამძებრო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობებიც აფერხებდა.








ფეხბურთი, მსოფლიო, სხვადასხვა

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ