ყველა სპორტული სიახლე

მინისტრმა კარატისტებს ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა (ვიდეო)

29 ნოემბერს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში (#ბელიაშვილის 5) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ახალგაზრდა კარატისტებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. კარატისტებთან შეხვედრას დაესწრო სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კიოკუშინკაი კარატედოს ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ჩუბინიძე.

25-26 ნოემბერს, ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ ახალგაზრდა კარატისტებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 24 ქვეყნის 362 სპორტსმენმა. ევროპირველობაზე მედლების მოსაპოვებლად კადეტები, 22-წლამდე კარატისტები და აბსოლუტური წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოდნენ.

22-წლამდელებში ლევან ვერულიძემ (85 კგ) შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა და ჩემპიონი გახდა. ლევან ყამარაული (+85) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო კადეტებში გიორგი თებიძემ (-50 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო. სოფიაში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად ჩატარდა ევროპის კარატეს ორგანიზაციის (EKO) ასამბლეა, რომელმაც კიდევ  ერთხელ, ახალი ვადით პრეზიდენტად აირჩია  - ჰოლანდიელი კუნ შარენბერგი. ამასთან, აირჩიეს მმართველი საბჭოს 6 წევრი, საიდანაც ერთი ქართველია - სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

აღსანიშნავია, რომ დოლაბერიძე არის პირველი ქართველი, რომელიც ევროპის კარატეს ორგანიზაციაში ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მოხვდა. არჩევნებმა დიდი კონკურენციის ფონზე ჩაიარა და დოლაბერიძემ ბულგარელ კონკურენტს, მხოლოდ ერთი ხმით მოუგო. ის მმართველი საბჭოს წევრად 2020 წლამდე დარჩება. ქართველი კანდიდატის გამარჯვება დიდწილად განაპირობა მაისში თბილისში უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა.

თბილისურმა ევროპირველობამ კარატეს ევროპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. სწორედ ამიტომ, აქტიურად მიდის საუბარი 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის კვლავ თბილისში ჩატარებაზე.

www.msy.gov.ge

სხვადასხვა, საინტერესო, კარატე

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ