ყველა სპორტული სიახლე

შეწყვეტილი სატელეფონო ზარი - ავიაკატასტროფას გადარჩენილმა მეკარემ რამდენიმე საათი იცოცხლა

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ბრაზილიის პრეზიდენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 

ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფას, რომელზეც ბრაზილიური "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, 75 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი გადარჩა. გადარჩენილთაგან 3 კლუბის ფეხბურთელია, 2 ბრაზილიელი ჟურნალისტი, 1 კი კოლუმბიელი ბორტგამცილებელი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გადარჩენილ მეკარეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. 

ერთ-ერთი მოთამაშე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. ავიაკატასტროფის შემდეგ 31 წლის მეკარე დანილო მეუღლეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან დაუკავშირდა, თუმცა მათი სატელეფონო საუბარი უკანასკნელი აღმოჩნდა. 
 

Brazilian footballer Danilo, who was pulled from the wreckage of the Colombian air disaster, made a heartbreaking last call to his wife before dying moments later in hospital, it has emerged

ბრაზილიური კლუბი "ატლეტიკო ნასიონალთან" კოპა სუდამერიკანას ფინალური შეხვედრის გასამართად მიემგზავრებოდა. "შაპეკოენსე", რომელიც 2009 წელს მძიმე ფინანსურ მდოგმარეობაში მყოფი ბრაზილიის რანგით მეოთხე დივიზიოში ასპარეზობდა, ადგილობრივი ბიზნესმენების დახმარებით გაკოტრებას გადაურჩა და აღზევება დაიწყო. 7 წლის თავზე კლუბი ისტორიულ მიღწევასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა უბედურმა შემთხვევამ ყველაფერს ხაზი გადასუვა.

"შაპეკოენსეს" ზღაპრული ისტორიის ტრაგიკულ დასასრულს მთელი სმოფლიო გლოვობს, ყველაზე მძიმე კი შემზარავი ამბავი კლუბის ფანებისთვისაა. ბრაზილიური შაპეკოს ქუჩებში დღეს გულშემატკივრებმა მოიყარეს თავი საყვარელ ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებლად. 

altA boy sits alone on the stands during a tribute to the players of Brazilian team Chapecoense who were killed in a plane accidentalt 

მატჩზე სხვადასხვა მიზეზების გამო ბრაზილიური კლუბის 9 ფეხბურთელი არ გაემგზავრა. "შაპეკოენსეს" სათადარიგო მეკარე, მარსელო ბუკი, რომელიც სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, სტადიონის გასახდელში ლოცულობდა. იქვე იყვნენ კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეები.

 alt
alt

ტრაგიკულ შემთხვევას "ჩელსის" ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მის ყოფილ თანაგუნდელზე არტურ მაიას ემოციური წერილი მიუძღვნა.

დავიდ ლუისი: „პატივი იყო ჩემთვის შენი გაცნობა და ვამაყობ, რომ იყავი ჩემი პატარა ძმა. როდესაც ჩვენს გზებს გავყევით, კონტაქტი დავკარგეთ. დღეს კი გავიღვიძე და გავიგე, რომ შენ ჩვენს გვერდით აღარ ხარ... ვინახავ სურათს, რომ მყავდა ნათელი და მეოცნებე ბიჭი“.



ავიაკატასტროფამდე ერთი კვირით ადრე "შაპეკოენსეს" ფეხბურთელმა, ტიაგო და როშა ვიეირამ სასტუმროში ყოფნისას მეუღლის წერილი მიიღო, რომლიდანაც შიეტყო, რომ მამა გახდებოდა. თანაგუნდელების მიერ გადაღებული ვიდეო დღეს ტიაგოს ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. 22 წლის შემტევი გარდაცვლილებს შორის აღმოჩნდა...



ტრაგედიის შედეგად ფაქტობრივად დაშლის პირას მისულ კლუბს დახმარების ხელი ევროპულმა და ბრაზილიურმა გუნდებმა გაუწოდეს. Radio Gaucha-ს ცნობით, ფრანგული პსჟ-ს "შაპეკოენსეს" ანგარიშზე 40 მილიონ გირვანქას გადარიცხვას. ბრაზილიურმა გრანდებმა კი "შაპეკოენსესთვის" ფეხბურთელების უსასყიდლო იჯარით დათმობაზე განაცხადეს მზადყოფნა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს, რომ 3 წლის განმავლობაში "შაპეკოენსე" სერია A-დან გავარდნისგან დაზღვეული იყოს. კოპა სუდამერიკანას ფინალში "შაპეკოენსეს" მეტოქის, "ატლეტიკო ნასიონალის" ხელძღავნელობამ კი სურვილი გამოთქვა, რომ ტურნირის გამარჯვებულად ბრაზილიური კლუბი გამოცხადდეს. 

ამ დროისთვის ბურუსითაა მოცული ავიაკატასტროფის გამომწვები მიზეზი. კოლუმბიური წყაროების ცნობით თვითმფრინავის ეკიპაჟმა დედამიწასთან კავშირი დაკარგა და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე 30 კილომეტრით ადრე განიცადა კატასტროფა. დისპეჩერებმა თვითმრინავთან კავშირი ლა-სეხასა და აბერხორალის მთების გავლის დროს დაკარგეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავით, რომელმაც დღეს ავიაკატასტროფა განიცადა, მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა იმგზავრა. 

ბრაზილიური კლუბის ფეხბურთელებმა საბედისწერო რეისზე ასვლამდე სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვა განახორციელეს. 



A rescuer walks past the body of a victim from the LAMIA airlines charter plane crash in the mountains of Cerro GordoAmid dismal weather conditions, rescuers carry one of the survivors from the LAMIA airlines charter plane to a waiting ambulance

ფეხბურთი, მსოფლიო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ