ყველა სპორტული სიახლე

სანთლებით განათებული სტადიონი და 90 წუთიანი დუმილი (ვიდეო)

დღეს, 1 დეკემბერს კოლუმბიის ქალაქ მედელინის სტადიონზე კოპა სუდამერიკანას ფინალური შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო "ატლეტიკო ნასიონალსა" და "შაპეკოენსეს" შორის. 

კოლუმბიელმა და ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა "ატანასიო ხირარდოტის" ტრიბუნები გაავსეს, თუმცა არა საფეხბურთო მატჩის სანახავად, არამედ საზარელ ავიაკატასტროფაში გარდაცვლილთა პატივის მისაგებად. 

"ატლეტიკო ნასიონალის" ფეხბურთელები მოედნის ცენტრში შეიკრიბნენ, სტადიოზე სანთლებით მისული 45,000-ზე მეტი გულშემატკივარი ბრაზილიური გუნდის მხარდასაჭერ სიმღერებს მღეროდა, არენის მთავარ მონიტორზე კი გარდაცვლილთა სახელებთან ერთად გაჩნდა წარწერა - "მუდმივი ჩემპიონები".

 

ბრაზილიურ ჩაპეკოში შეიკრიბა ავიაკატსტროფაში მოყოლილი კლუბის გულშემატკივართა დიდი ნაწილი იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ და ტრაგედიას გადაურჩნენ.



სპორტული არხის Fox Sports Brasil-ის ეთერში კი მატჩის გამართვის დროს 90-წუთიანი დუმილი იყო. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა შორის ხსენებული არხის ჟურნალისტებიც იყვნენ. 

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩზე მიმავალი ბრაზილიური კლუბის თვითმრფინავი კოლუმბიაში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 77 ადამიანიდან 71 გარდაიცვალა. 

Flowers and wreaths were brought onto the pitch and the flags for Brazil and Colombia were held up The tributes were carried out on the night that the two teams were due to play in the Copa Sudamericana final


ფეხბურთი, მსოფლიო, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ