
ვიაჩესლავ მალიშევი “UIPM”- ის აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს
საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი,ვიაჩესლავ მალიშევი ფრანკფურტში (გერმანია) გამართულ რიგთ 68-ე საერთაშორისო კონგრესზე საერთაშორისო თანამედროვე ხუთჭიდის "UIPM"- ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
მალიშევი"UIPM"- ის აღმასრულებელ კომიტეტში ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს. იგი ამ ორგანიზაციის სტრუქტურებში შემავალი სპორტის სახეობების განვითარებაზე იმუშავებს. ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის ერთ-ერთ ხელმძღვანელად.
"UIPM"- ის პრეზიდენტად კონგრესზე ხელახლად არჩეული იქნა კლაუს შორმანი (გერმანია), რომელიც 1993 წლიდან ხელმძღვანელობს აღნიშნულ ორგანიზაციას. აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში შევიდა ხუთი ვიცე-პრეზიდენტი: ხუან-ანტონიო სამარანჩი (ესპანეთი), ჟოელ ბუზუ (საფრანგეთი), ვიაჩესლავ ამინოვი(რუსეთი), ბერიკ იმაშევი (ყაზახეთი), და ხუან მანზო ორანეგუი (მექსიკა). მათ გარდა აღმასრულებელი კომიტეტის წევრები გახდებიან იანუშ პეჩაკი (პოლონეთი) - "UIPM"- ის სპორტული დირექტორი, მარტინ დაუი ( დიდი ბრიტანეთი) - მარკეტინგის დირექტორი, ხოლო ანდრეი ზადნეპროვსკისი ( ლიტვა) მედია მაუწყებლობის ხელმძღვანელად. ჯონ ჰემლიკი (ა.შ.შ.) კი"UIPM"- ის ფინანსური განყოფილების უფროსი გახდა.
«მიხარია კონგრესის დელეგატების მხრიდან ასეთი ნდობა. ახალი აღმასრულებელი კომიტეტი ერთობლივად იმუშავებს მომდევნი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენი მიზანია - განვავითაროთ თანამედროვე ხუთჭიდი, რათა 2020 წლის ოლიმპიადაზე ტოკიოში კარგად წარვსდგეთ" - განაცხადა ვიაჩესლავ მალიშევმა კონგრესის დასრულებისთანავე.
www.msy.gov.ge