ყველა სპორტული სიახლე

"მატჩის სათამაშოდ 11 ფეხბურთელი არ გვყავს" - "შაპეკოენსე" დაღუპული თანაგუნდელებისთვის ითამაშებს

„შაპეკოენსე“ 11 დეკემბერს ბრაზილიის სერია A-ს მორიგ ტურში მონაწილეობას გეგმავს,რომელშიც კლუბის ავიაკატასტროფას გადარჩენილი ფეხბურთელები და ახალგაზრდული გუნდის წევრები ითამაშებენ.

 „შაპეკოენსე“ სერია A-ს მომდევნო ტურში „ატლეტიკო მინეიროსთან“ შეხვედრას ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნის.

კლუბის ვიცეპრეზიდენტის, ივან ტოზოს განცხადებით, შემოთავაზება ბრაზილიის ფეხბურთის პრეზიდენტმა, მარკო პოლო დე ნორომ გააკეთა, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, „შაპეკოენსეს“ 11 ფეხბურთელი არ ჰყავს, რათა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს და სათამაშოდ მოედანზე გავიდეს.

ივან ტოზო: „მარკო პოლო დე ნორომ დამირეკა და მითხრა, რომ 11 დეკემბერს უნდა ვითამაშოთ, რაზეც ვუპასუხე, რომ გუნდს 11 ფეხბურთელიც არ ჰყავს. მან კი მიპასუხა, რომ ჩვენ 20-წლამდელთა გუნდი გვყავს და ის ფეხბურთელები, რომლებიც კოლუმბიაში არ გაემგზავრნენ და ავიაკატასტროფას გადაურჩნენ მონაწილეობას მიიღებენ.

საბოლოო ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს. უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ გარდაცვლილთათვის. ამას იმსახურებს „შაპეკოენსე“, რეგიონი სანტა კატალინა და მთელი ბრაზილია“.



ფეხბურთი, მსოფლიო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ