ყველა სპორტული სიახლე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის ფესტივალი-„სპორტი ბარიერების გარეშე“

„თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პარასპორტის ფესტივალი გაიმართა სახელწოდებით  „სპორტი ბარიერების გარეშე". ფესტივალი მიზნად ისახავს შშმ პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას, თვითრეალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ფესტივალის ფარგლებში პარასპორტის 9 სახოებაში ერთმანეთს 150 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი შეეჯიბრა. გამარჯვებულები მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თბილისის მერის  მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა დააჯილდოეს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".

www.msy.gov.ge

პარასპორტი, საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ