
კადრებში ასახული ემოცია - ინსტაგრამის 2016 წლის ყველაზე პოპულარული ფოტოები
როიტერსმა ინსტაგრამის 2016 წლის ყველაზე პოპულარული 30 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სპორტული კადრები მრავლად მოხვდა.
კანადელი კალათბურთელი ჯემი ჯეველსი, რომელიც თავის ქმარს, ადამ ლანსიას პარალიმპიური თამაშების პლეიოფის შეხვედრის შემდეგ კოცნის.
რიო 2016 - ქვიშის ფრენბურთი, შეხვედრა ეგვიპტელ და გერმანელ სპორტსმენებს შორის.
ახალი ზელანდიელი ნიკი ჰამბლინმა ოლიმპიურ თამაშებზე სირბილი შეწყვიტა და ამერიკელ ები დ’აგოსტინოს, რომელმაც ფეხი დაიზიანა, დაეხმარა.
რიოს პარალიმპიური თამაშები 2016 - ველომრბოლელები როჯერ ბოლიგერი და შოტა კავამოტო.
ევრო 2016 - პორტუგალიის ეროვნულ ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს.
ნიშნობა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
ლეგენდარული ამერიკელი მოცურავის მაიკლ ფელფსის ემოცია 23-ე ოლიმპიურ ოქროს მედალზე.
უსაინ ბოლტი 100 მეტრზე გარბენის დროს ანდრე დე გრასს უყურებს.
