ყველა სპორტული სიახლე

ავიაკატასტროფაში გადარჩენილმა ფეხბურთელმა პირველი ნაბიჯები გადადგა

ავიაკატასტროფას გადარჩენილმა "შაპეკოენსეს" ფეხბურთელმა ალან რუშელმა პირველი ნაბიჯები გადადგა.

27 წლის მცველი პირველია, რომელიც ავიაკატასტროფის შემდეგ კოლუმბიაში ცოცხალი იპოვეს. რუშელს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ექიმების თქმით, მას ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და სავარაუდო იყო, რომ ვერასდროს გაივლიდა, თუმცა ფეხბურთელმა პირველი ნაბიჯებიც გადადგა და გულშემატკივრებს ვიდეომესიჯით მიმართა.

ალან რუშელი: "მინდა გითხრათ, რომ ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, მალე ბრაზილიაში დავბრუნდები და იქ დავასრულებ რეაბილიტაციას.

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ მაძლევდით ძალას და ლოცულობდით ჩემთვის, კეთილი სურვილებისთვის, რასაც თქვენ მიგზავნიდით. უბრალოდ მინდოდა ყველასთვის მადლობა გადამეხადა, ძალიან დიდი მადლობა".

აღსანიშნავია, რომ ალან რუშელი ბრაზილიაში სერიოზულ ავტოავარიაში მოყვა, საიდანაც უვნებელი გადარჩა. ავიაკატასტრობის შემდეგ კი ფეხბურთელი 10 კოლუმბიელმა ბიჭმა გადაარჩინა.

ცნობისთვის, კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი საწვავის უკმარისობა გახდა. ავიაკატასტროფის მიზეზის გამოვლენის შემდეგ კი ავიაკომპანია ლამიას გენერალური დირექტორი, გუსტავო ვარგასი ბოლივიაში დააპატიმრეს.

გადარჩენილთა უმეტესობა ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები და სტაფის წევრები იყვნენ, რომლებიც კოლუმბიაში სამხრეთ ამერიკის თასის ფინალის სათამაშოდ მიემგზავრებოდნენ. ავიაკატასტროფის შემდეგ 6 ადამიანი გადარჩა, მათ შორის 3 ფეხბურთელი, ეკიპაჟის 2 წევრი და 1 ჟურნალისტი.

ერთ-ერთი გადარჩენილ ფეხბურთელს, ელიო ნეტოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამაკმაყოფილებელია, რომ ფეხბურთელს თამაშის გაგრძელება სურს.




ფეხბურთი, მსოფლიო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ