
დოპინგ სკანდალი - ანტიდოპინგური სააგენტო 1000-ზე მეტ რუს სპორტსმენს ადანაშაულებს
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მეორე გამოძიების თანახმად დოპინგის სკანდალში 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა.
კანადელი იურისტის რიჩარდ მაკლარენის მეორე ანგარიში ივლისში, ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ჩატარებულ გამოძიებას ემთხვევა და კიდევ უფრო მეტ დარღვევებს ავლენს.
რიჩარდ მაკლარენი: "სამედიცინო ექსპერტიზისა და ლაბორატოლიული კვლევების თანახმად, ჩემმა გუნდმა აღმოაჩინა, რომ 2011-დან 2015 წლამდე სერიოზულ შეთქმულებასთან გვქონდა საქმე. წლების განმავლობაში სპორტული შეჯიბრებები გაუცნობიერებლად რუსების მიერ იყო მიტაცებული. სპორტსმენები და მწვრთნელები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. გულშემატკივრები და მაყურებლები კი მოტყუებულები იყვნენ. 1000-ზე მეტი რუსი ოლიმპიელი და პარალიმპიელი ზამთრისა და ზაფხულის სახეობებში ან მონაწილეობდა ან სარგებელს ნახულობდა დოპინგის დადებიტი ტესტების დამალვით".